მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ავიასპეციალისტებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - მიზეზები

6387ab5707d13
ალა ისპირიანი
01.12.22 00:00
816
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის სერგო ტეფნაძის თქმით, იმის გამო რომ ტვირთის გადამზიდავი კომპანიების რაოდენობამ მოიმატა, ავიასპეციალისტზე მოთხოვნა გახშირდა. მან BMG-ის ეთერში განაცხადა, რომ სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცენტი ნამდვილად დიდია.

„იმდენად იმატა ავიაკომპანიების რაოდენობამ, ეს იქნება სატვირთო თუ სამგზავრო გადაზიდვები უკვე ნაკლებად ვერევით, რომ ესა თუ ის ავიაკომპანია დავაკმაყოფილოთ. მაგალითად, „ჯეო სქაი“-ის და „თისიეი“ -ს დიდი რაოდენობით კურსდამთავრებულები მიჰყავს, ასევეა „აირზენა“. არის ახლად შექმნილი კომპანიებიც, რომლებიც გადაზიდვებით არიან დაკავებული.

ისეთი პერიოდი დადგა, რომ ტვირთის გადაზიდვა უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ამისათვის რამდენიმე კომპანია შეიქმნა, ამიტომ ხშირია მოთხოვნა ავიასპეციალისტზე, რაც ძალიან გვახარებს. ვერ ვიტყვი რომ 100%-იანი დასაქმებაა მაგრამ, დასაქმების პროცენტი დიდია. სტუდენტების სტაჟირების პერიოდში, როდესაც ის ავიაკომპანიაში სტაჟირებას მთელი 6 თვის განმავლობაში გადის იქ წყდება ვინ დასაქმდება და ვინ არა“, - განაცხადა სერგო ტეფნაძემ.

"საავიაციო უნივერსიტეტში 25 ქვეყნის მოქალაქე სწავლობს" - რამდენი სტუდენტი ჰყავს სასწავლებელს?



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები