მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა გასულ წელს 5.3%-ით გაიზარდა

5bb708950b502
BM.GE
05.10.18 10:43
758
ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ზრდის მაჩვენებელმა 2017 წელს 5,3% შეადგინა.

ავტოპარკის 81,9%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს, რომელთა უმრავლესობა რუხი/ვერცხლისფერი (30%) და თეთრი (16%) ფერისაა.
სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში 4,3%-ია, ხოლო სატვირთოების - 8%.

2017 წელს იმპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა მარტის თვეში (მთელი იმპორტის 13,5%), ხოლო ექსპორტ–რეექსპორტისა–დეკემბრის თვეში (მთელი ექსპორტ– რეექსპორტის 14%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები