მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბადრიჯნის იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს, რომელიც აპრილში 52%-ით გაძვირდა?

ბადრიჯანი

წელს, აპრილში ბადრიჯანი 52%-ით გაძვირდა. BM.GE დაინტერესდა სად ვყიდულობთ ბადრიჯანს, რომელიც ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

საქართველომ მიმდინარე წელს, 3 თვეში $1,3 მლნ-ის ღირებულების, 1,808 ტონა ბადრიჯანი შეიძინა. მაშინ როდესაც, გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში საქართველოს 2,039 ტონა ბადრიჯანი ჰქონდა შეძენილი, რაშიც $1,5 მლნ გადაიხადა.

აღნიშნულ მონაცემებს თუ დავიჯერებთ, საქართველოს ბადრიჯნის იმპორტი 11.3%-ით შეუმცირდა.

წელს ქვეყანაში ბადრიჯანი 3 ქვეყნიდან შემოვიდა. მათ შორის, ყველაზე მეტი ბადრიჯანი თურქეთიდან შევიძინეთ, იმპორტირებული 1,523 ტონა პროდუქტის ღირებულება $1,1 მლნ იყო. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში, ამ ბაზრიდან იმპორტის კლება ფიქსირდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს $1,4 მლნ-ის ღირებულების 1,978 ტონა ბადრიჯანი ჰქონდა შეძენილი. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანას თურქეთიდან ბადრიჯნის იმპორტი 23%-ით შეუმცირდა.

საქართველოს ბადრიჯნის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია (2025/ იანვარი-მარტი):

  • თურქეთი - $1,1 მლნ, 1,523 ტონა;
  • ირანი - $208 ათასი, 285 ტონა;
  • საფრანგეთი - $18 ათასი, 100 კგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები