მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Betek-ის წებო-ცემენტის წარმოება დაიწყება - NOVA-ს გეგმები

6357955d51171
ინგა მურუსიძე
25.10.22 21:30
1016
2023 წლის დასაწყისში Nova წარმოებას აფართოებს. როგორც Forbes კვირის ეთერში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძე განმარტავს, მომავალი წლიდან თბილისში betek-ის ბრენდის წებო-ცემენტის და XPS-ის საიზოლაციო მასალის წარმოება დაიწყება, ხოლო ბათუმში - ლითონის მილების.

„წარმოების მიმართულებით ტემპს არ ვაგდებთ. გარდა იმისა, რომ დიდ მეგაცენტრს გავხსნით ხაშურში, წელს ვამატებთ სამ დიდ წარმოებას, მათ შორის ერთი იქნება ბათუმში, ხოლო ორი თბილისში, ჩვენს უკვე არსებულ ლოკაციებზე განთავსებული. თითოეული მათგანი ფაქტობრივად ცალკე აღებული ბიზნესია ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიც თურქეთია“, - ამბობს აბულაძე.

მისივე თქმით, სამივე წარმოების შესაბამისი ტექნიკის მონტაჟი მიმდინარეობს და ალბათ 2023 წლის იანვარ-თებერვალში გაეშვება.

„ბათუში ლითონის მილების წარმოება იგეგმება, რომლის პოტენციალი დაახლოებით 30 ათასი ტონაა წელიწადში. ისევე როგორც ეს პროდუქცია, თბილისში საწარმოო ხაზებს, რომელიც უკვე ჩამოტანილია და სამონტაჟო პროცესები მიმდინარეობს, ეს არის Betek-ის წებო-ცემენტის წარმოება Nippon Paint-ის ფრანჩაიზით. ანუ, Betek იწარმოება საქართველოში. ჩვენი კონკურენტები აწარმოებენ წებო-ცემენტებს, მაგრამ, თვითონ სათაო ოფისები ახორციელებენ ამ წარმოებას და ქართული მენეჯმენტია, რომელიც ჩვენი ფრანჩიზას სქემით იქნება. მესამე წარმოება არის ისევ თბილისში XPS-ის საიზოლაციო მასალის წარმოება, რომელიც არათუ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც პირველი იქნება. ეს არის ძალიან რთული, ნახევრად ქიმიური წარმოება და ახალი წლიდან სამივეს გავუშვებ“, - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები