მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ბინადრობის სურვილის მქონე უცხოელებს მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ"

5be15a87bf041
თამუნა დემეტრაშვილი
06.11.18 13:09
772
თბილისი მერის კახი კალაძის განცხადებით, უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების პროცესი გამკაცრდება. კალაძის თქმით, პარლამენტი უკვე მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვითაც უცხოელებს უფრო მეტი ღირებულების უძრავი ქონება და ინვესტიციები მოეთხოვებათ.

"პროექტის მიხედვით, 35 ათასი ლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 ათასი დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი და იგივე უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი. დღეისთვის 300 ათასი ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღება არის შესაძლებელი. 300 ათასი ლარი -300 ათასი დოლარით და 5 წლიანი ბინადრობის უფლებით შეიცვლება.“-განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებით, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ასევე დიდი ძალისხმევაა მიმართული უსაფრთხოების კუთხითაც. "ყველაფერ ამას ბიუჯეტი, საქართელოს სტუმართმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ და ამას მოფრთხილება სწირდება. უცხოელებს, ვისაც ყველა ამ სიკეთით სარგებლობა სურთ და გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის სურვილი, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ.“-განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და ყველა სტუმარი ძვირფასი, თუმცა ბინადრობისა და ცხოვრების უფლების მინიჭების საკითხი უნდა დარეგულირდეს. "ჩვენი სტუმრების პოტენციალს სწორად გამოყენება და იმგვარად დარეგულირება სჭირდება, რომ დაბალანსებული იყოს მობინედრეთა, აქ ცხოვრების მსურველთა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები", - დასძინა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები