“ბიზნესვაჭრობის პლატფორმა ახალ სტანდარტს ქმნის ბაზარზე, რომელიც ბიზნესის ყიდვა-გაყიდვით, ბიზნესში პარტნიორობით ან ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ერთმანეთთან აკავშირებს და ბაზარზე ამკვიდრებს ბიზნესვაჭრობის ახალ კულტურას”, - ასე აფასებს BMG-სთან bt.ge-ის(ბითიჯი) პროექტების მენეჯერი სანდრო კვერღელიძე, პროექტს, რომელმაც რამდენიმე თვეა სტარტი აიღო.
როგორც ის აღნიშნავს, ბითიჯი თავის გუნდში აერთიანებს ასობით ბიზნეს ბროკერს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და სხვადასხვა ქვეყანაში.
“bt.ge-ის გუნდში, გაერთიანებულია პროფესიონალი ბიზნეს ბროკერები, რომლებიც, ძირითად საქმესთან შეთავსებით, პარალელურად თანამშრომლობენ ბითიჯისთან, ესენი არიან, იურისტები, სავაჭრო აგენტები, საინვესტიციო ოფიცრები, ბანკების თანამშრომლები, აუდიტორები, თარჯიმნები და ა.შ. ჩვენი მისიაა, საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის ახალი სტანდარტი შევქმნათ, ჩვენი გუნდი ქმნის საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის მოდელს, რომელიც ეყრდნობა მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილებას. რაც ნიშნავს, რომ 5 ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა აუქციონის ფორმატში ბიზნეს ვაჭრობის მოდელი, რომელიც ბიზნესის/აქტივის რეალიზების ყველაზე უფრო სწრაფი და ჯანსაღი შესაძლებლობაა.” ამბობს სანდრო კვერღელიძე.
გარდა პლატფორმის ამუშავებისა, პროექტის მენეჯერი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბითიჯის პროექტი ადამიანებს აძლევს დამატებითი შემოსავლების გამომუშავების შესაძლებლობას.
“ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს, ძირითად საქმესთან ერთად, ბიზნეს ბროკერის როლიც შეითავსონ და ასე ვქმნით საქართველოში ინოვაციურ სისტემას, რომელიც აქტიურ და რაიმე საქმიანობაში ჩართულ ან ფართო სანაცნობო წრეში მყოფ ადამიანებს აძლევს დამატებითი შემოსავლების გამომუშავების შესაძლებლობას. ბითიჯის ბიზნეს ბროკერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი აქტიური ადამიანი, რომელიც ძირითად საქმესთან შეთავსებით, პარალელურად ითანამშრომლებს ბითიჯის გუნდთან. რაც ნიშნავს, რომ ბიზნეს ბროკერი ფინანსურ სარგებელს ორ შემთხვევაში მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ ბითიჯის გუნდს მიაწვდის ინფორმაციას, გასაყიდი ბიზნესის/ობიექტის შესახებ, ან ბითიჯის გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გასაყიდი ბიზნესის/ობიექტის გაყიდვაში, ყიდვაში, ბიზნესში პარტნიორის/ინვესტორის მოძიებაში. ვფიქრობ, ბითიჯის ბიზნეს ბროკერის ინსტიტუტი დამატებითი შემოსავლის გამომუშავების ძალიან მოქნილია ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის და რაც მთავარია, სანდოობა აქვს, რადგან პროექტი არის განვითარებული ქვეყნების მაგალითზე საქართველოში შექმნილი სისტემაა”, - ამბობს პროექტის მენეჯერი.