მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბიზნესის წარმოებას ერთი დიდი ნაკლი აქვს - პატარა ქვეყანაა, მასშტაბის პრობლემაა - პაატა კურტანიძე

ავერსი

ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე აცხადებს, საქართველოში ბიზნესის წარმოებას ერთი ნაკლი აქვს - პატარა ქვეყანაა, მასშტაბის პრობლემაა. ამის შესახებ მან BMGTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ზოგადად, დღევანდელ პირობებს ძალიან დადებითად ვაფასებ, რადგან ვიცი, რა პირობებია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ბიზნესისა და ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, არის ხოლმე გარკვეული პრობლემები, მაგრამ თუნდაც ამ თვის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება ახალი პრემიერის მიერ იყო ძალიან ლოგიკურად და სამართლიანად ახსნილი, თუ რატომ განახორციელა საკადრო ცვლილება[ჯანდაცვის მინისტრის ცვლილება]. უპრობლემო სახელმწიფო და უპრობლემო ხელისუფლება არ არსებობს, თუმცა როცა დგება პრობლემა, დგება რეაგირება მის აღმოსაფხვრელად. საქართველოში ბიზნესის წარმოებას ერთი დიდი ნაკლი აქვს - პატარა ქვეყანაა, მასშტაბის პრობლემაა“, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.

ბიზნესმენის თქმით, ხშირად ეკითხებიან, თუ რატომ არ მიდის სხვა რომელიმე ქვეყანაში და იქ არ აწარმოებს ბიზნესს.

„ჩემთვის ბევრს უკითხავს, თუ რატომ არ მივდივარ სხვა დიდ ქვეყანაში და იქ რატომ არ ვიწყებ ბიზნესს, თუმცა არანაირი სურვილი არ მაქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ვიზრუნო საუკეთესო დიზაინით, საუკეთესო ფასებით და აპარატურით. მე მინდა, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს ვემსახურო. ჩემი შვილებისთვის არ მიყვარს ძალდატანება, ჩემმა ყველა შვილმა საქართველოში ისწავლა, არცერთს არ მოუნდომებია, რომ აშშ-ში, ან სხვა რომელიმე ქვეყანაში ესწავლა. თუმცა ძალიან ხშირად დადიან ერთი კვირით ან ერთი თვით სხვადასხვა ღონისძიებებზე. იმ მასშტაბის პირობებში, რა ქვეყანაც ჩვენ გვაქვს, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა პრობლემა იმაშია, რომ საინფორმაციო გადაცემებს რომ ვუყურებ, 10 სიუჟეტიდან, შეიძლება ერთი იყოს ან ისიც არ იყოს იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისთვის. სულ არის იმაზე, თუ ვინ რა თქვა და ა.შ. მეტი ეკონომიკური პროექტების განხილვაა საჭირო. ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ესეც იქნება“, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები