მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 41 ადამიანი შეეწირა

61d6946653361
თამთა ჯიჯავაძე
06.01.22 11:03
243
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 082 პირი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები