მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში BPO-ს მიმართულება განვითარების საწყის ეტაპზეა“ - ალექსანდერ მირონენკო

64988f2a04e3f
სალომე ხიდურელი
26.06.23 00:20
842
„მეიჯერელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ალექსანდერ მირონენკოს შეფასებით, საქართველოში აუთსორსზე ბიზნეს პროცესების წარმოების ინდუსტრია განვითარების საწყის ეტაპზეა. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოს ბაზარზე კომპანიის ოპერირებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ „მეიჯერელი“ ქართული ბაზრისთვის ერთგვარი ღუზის ფუნქციას ასრულებს.

„ვიტყოდი, რომ ინდუსტრია, როგორც ასეთი, ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა.ადგილობრივი მოთამაშეები ჩვენამდეც იყვნენ, მაგრამ ჩვენთვის ეს საპილოტე პროექტი იყო. არავინ ელოდა, რომ საქართველო ასეთი წარმატებული აღმოჩნდებოდა. ინდუსტრიისთვის ჩვენ ერთგვარი ღუზა ვართ.

გლობალური ბიზნესისთვის კონკრეტული კურსი დავსახეთ და რასაკვირველია, აქტივობით კონკურენტებიც ახლოს არიან, რადგან ჩვენი სამომხმარებლო ბაზა ხშირად იკვეთება, მითუმეტეს საერთაშორისო კომპანიებთან მიმართებით. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ვთანამშრომლობთ, იქნება ეს ელექტრონული კომერციის თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიები, ამიტომ დიდი ნამცხვრის გაყოფა სხვებისთვისაც გვიწევს, რაც წარმატების ისტორიაზეც აისახება.

როგორც ჩანს, მსხვილი საერთაშორისო კომპანიები ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდნენ, ერთ-ერთი Concentrix-ია, რომელიც გარკვეული დროა, რაც საქართველოში ოპერირებს - შემოსვლის შემდეგ, კომპანია საკმაოდ გაიზარდა კიდეც. ცოტა ხნის წინ, ადგილობრივ ბაზარზე Teleperformance-იც შემოვიდა, რომელიც ბიზნესპროცესების აუტსორსინგის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა - ის წლის დასაწყისში შემოვიდა და ცხადია, გარკვეული გეგმები აქვს“, - აცხადებს მირონენკო.

ის თვლის, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა BPO-ს მიმართუელბით 2-3 კომპანიის არსებობა საკმარისია და აღნიშნავს, რომ ბიზნესებს შორის კონკურენცია ჯანსაღია.

„საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა და ვფიქრობ, რომ ორი-სამი მსხვილი მოთამაშე ბაზრისთვის საკმარისია, რადგან სხვა შემთხვევაში ერთმანეთს ამოსუნთქვის საშუალებას არ მივცემთ. კარგია ცოდნა იმისა, რომ საქმეს სხვა კომპანიებიც ისე სუფთად აკეთებენ, როგორც ჩვენ და შესაბამისად, არავითარ ბინძურ ბრძოლას ადგილი არ აქვს - პირიქით, ჯანსაღი კონკურენცია მოგვწონს. კონკურენციის გარეშე, კომფორტის ზონაში ხვდები და უმოძრაოდ რჩები, ამიტომ ყოველთვის პრო-აქტიური, კონკურენტუნარიანი და საქმის კურსში მყოფი უნდა იყო და იცოდე, რა ხდება შენს გარშემო. თუმცა საქართველოში უკვე გზა იმდენად გავიკვლიეთ, რომ ახლა, მდგრადობაზე და პოზიციების შენარჩუნებაზე ვართ ორიენტირებულები“, - განაცხადა „მეიჯერელ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის განვითარების გეგმებზე საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები