მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Carter’s-ის ოფიციალური მაღაზია იხსნება

63774d9d92919
BM.GE
21.11.22 09:04
2367
საქართველოში ამერიკული საბავშვო ბრენდი კარტერ’ს-ი პირველ ოფიციალურ მაღაზიას გახსნის. პროექტს ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ ახორციელებს და პირველადი საინვესტიციო ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს შეადგენს.

21 ნოემბერს 17:00 საათზე კარტერ’ს-ის პირველი ოფიციალური მაღაზია „გალერია თბილისის“ მესამე სართულზე საზეიმოდ გაიხსნება. კომპანიის წარმომადგენლები ამერიკის ელჩთან კელი დეგნანთან ერთად საზეიმო ლენტს გაჭრიან; სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საზეიმო გარემოში გაეცნონ უახლეს კოლექციებს, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებითა და მონაწილეობა მიეღონ წამახალისებელ გათამაშებაში.

გარდა ოფიციალური მაღაზიისა დაგეგმილია უმოკლეს დროში ბრენდის გაშლა ჯპს-ისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში, ხოლო 2023 წლიდან გეგმაშია კარტერ’ს-ის დამოუკიდებელი მაღაზიების რაოდენობის ზრდა ქვეყნის მასშტაბით.



ამერიკული საბავშვო ბრენდი კარტერ’ს-ი 1865 წელს უილიამ კარტერსის მიერ დაარსდა და 156 წლიან ისტორიას აერთიანებს. ბრენდი ცნობილია საბავშვო მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციებით.

კარტერ’ს-ი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედს სწორედ ბრენდის გაყიდვები შეადგენს. კარტერ’ს-ის პროდუქცია იყიდება, როგორც კარტერ’ს-ისა და ოშკოშის მაღაზიებში, ასევე ონლაინ. კარტერ’ს-ის ბრენდის ცნობადობა საქართველოშიც საკმაოდ მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები