მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Carter’s-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა - ბრენდის შემომყვანი "გეფაა"

637bc683c612b
BM.GE
22.11.22 09:00
3343
დღეს, „გალერეა თბილისის“ მესამე სართულზე ამერიკული ბრენდ "კარტერ’ს"-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა.

კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საზეიმო ლენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაჭრა. ღონისძიებაზე მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდათ ბრენდის უახლეს კოლექიცებს გაცნობოდნენ, სპეციალური ფასდაკლებებითა და წამახალისებელი გათამაშებით ესარგებლათ.



პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გეფას“ ფრანჩაიზების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ნანა ჭანტურიას თქმით, ამერიკული საბავშვო ბრენდი კარტერ’ს-ი საქართველოში ფარმაცევტულ კომპანია „გეფამ“ შემოიყვანა, რისთვისაც 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„გვაქვს განვითარების საკმაოდ ამბიცური გეგმა. გარდა ოფიციალური მაღაზიისა უმოკლეს დროში ბრენდის გაშლა ჯპს-ისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში განხორციელდება, ხოლო 2023 წლიდან გეგმაშია ქვეყნის მასშტაბით კარტერ’ს-ის დამოუკიდებელი მაღაზიების რაოდენობის ზრდა. ჩვენ ქართველ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და უახლეს, მუდამ განახლებად კოლექციებს ვპირდებით“, - აღნიშნა ნანა ჭანტურიამ.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს, რადგან საქართველოში ყველასათვის საყვარელი ბრენდის კარტერ’ს-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გავხსენით. მინდა მოკლედ მოგიყვეთ ბრენდის ძალიან სასიამოვნო, აწ უკვე 156-წლიანი ისტორიის შესახებ, რომელიც გამოირჩევა საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღალი ხარისხით, დახვეწილი დიზაინით და კოლექციების მრავალფეროვანი არჩევანით. ბრენდის სლოგანია „დასაწყისიდან ერთად“, „მომავლისკენ სიყვარულით“. ბავშვობა დღესასწაულია - სწორედ ამიტომ, კარტერ’ს-ი მუდამ ანებივრებს ბავშვებს ფერადი კოლექციებით, პატარა და საყვარელი პერსონაჟები კი შექმნილია მხიარულებისა და სიყვარულის ინსპირაციით, რომელიც ბავშვებს შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში“, - განაცხადა "კარტერ’ს"-ის გენერალურმა მენეჯერიმა თამარ ცაგარეიშვილმა.

"მოხარულნი ვართ საქართველოში, ჩვენს პარტნიორთან, "გეფასთან" ერთად Carter's-ის ბრენდის შემოყვანით, რითაც ქართულ ოჯახებს Carter's-ის ნამდვილ საბავშვო პროდუქტებს იმავე ხარისხითა და ღირებულებით შევთავაზებთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში", - აცხადებს "კარტერტსის" საერთაშორისო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ნაითი.



ცნობისთვის: ამერიკული საბავშვო ბრენდი კარტერ’ს-ი 1865 წელს უილიამ კარტერსის მიერ დაარსდა და 156 წლიან ისტორიას აერთიანებს. ბრენდი ცნობილია საბავშვო მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციებით.
კარტერ’ს-ის ბრენდი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედს სწორედ ბრენდის გაყიდვები შეადგენს. კარტერ’ს-ის პროდუქცია იყიდება როგორც კარტერ’ს-ისა და ოშკოშის მაღაზიებში, ასევე ონლაინ. კარტერ’ს-ის ბრენდის ცნობადობა საქართველოშიც საკმაოდ მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები