მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Carter's-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

BM.GE
22.11.22 12:14
705
„გალერია თბილისში“ საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის „კარტერ’ს-ის“ პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. საუკუნე ნახევრის ბრენდის საქართველოში შემოსასვლელად კომპანია გეფამ 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ეს მისი ერთად ერთი მაღაზია არ იქნება. გაფართოვების გეგმები ამერიკული ბრენდის ქართულ წარმომადგენლობას 2023 ში უკვე აქვს და რამდენიმე ფილიალით გამოჩნდებიან მომავალი წლისთვის ბაზარზე. 

ამერიკული ბრენდი რომელიც 1865 წელს დაარსდა და უკვე 156-წლიან ისტორიას ითვლის ქართველი მომხმარებლებისთვისაც არ არის უცხო მიუხედავად იმისა რომ მისი პირველი მაღაზია სულ ახლახან გამოჩნდა ბაზარზე. ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედი სწორედ „კარტერ’ს-ზე“ მოდის. ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც „კარტერ’ს-ისა“ და „ოშკოშის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ.

სტუმრები: თამარ ცაგარეიშვილი - “კარტერსის” გენერალური მენეჯერი;
ნანუკა ჭანტურია - "გეფას" ფრანჩაიზების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები