მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჩამოსული დამსვენებელი რამდენჯერმე მოდის ჩვენთან - რესტორანი „გობი“

გობი

რესტორან „გობის“ მომხმარებელთა მნიშვნელოვან ნაწილს უცხოელი ტურისტები წარმოადგენენ. როგორც რესტორნის წარმომადგენელმა სულხან ხომერიკმა BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, ტურისტების ნაწილი ობიექტს საქართველოში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე სტუმრობს.

მისი თქმით, მომხმარებლების დაბრუნებას, მათ შორის, რესტორნის მომსახურება და კერძების ხარისხი განაპირობებს.

„დამსვენებელი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, რამდენჯერმე მოდის ჩვენთან. თუ კერძს არ ექნება ხარისხი, ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ მოსული ტურისტი მეორედ და მესამედ ჩვენთან არ მოვა“, - განაცხადა ხომერიკმა.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი გამოცდილება აქვთ როგორც უცხოელ, ისე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ სტუმრებთან, რომლებიც თბილისში ყოფნისას რესტორანს განმეორებით სტუმრობენ.

„ეს გრძელდება ყოველდღიურობაში, ანუ ბევრი ოჯახი, არა ქართველიც, ქართველიც, რომელიც საზღვარგარეთიდან იყო ჩამოსული ჩვენთან, თბილისში ისვენებდა და რამდენჯერმე იყვნენ ჩვენთან მოსული. იმიტომ, რომ შევთავაზეთ გულთბილი დახვედრა, მეგობრული გარემო და, რაც მთავარია - გემრიელი, ნატურალური კერძები, რომელსაც მე თვითონ ვამზადებ მათთვის“, - აღნიშნა მან.

რესტორანი "გობი" ვასილ ბარნოვის ქუჩაზე დაახლოებით 6 თვეა გაიხსნა და ჯამში, სრული დატვირთვით, 40-მდე სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები