მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში CHEVROLET-ის პირველი ოფიციალური  ცენტრი გაიხსნა

საქართველოში CHEVROLET-ის პირველი ოფიციალური  ცენტრი გაიხსნა
30.09.24 10:00
293

კომპანია სტრადა მოტორსი, რომელიც აერთიანებს ისეთ მსოფლიო ავტობრენდებს, როგორიცაა FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM, ახლა უკვე Chevrolet-ს ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. იგი შეიქმნა 2010 წელს და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ემსახურება.

Chevrole -ს ცენტრი საქართველოში უკვე გაიხსნა. General Motors-თან მიღწეული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში იწყება ხელმისაწვდომი შევროლეს ავტომობილების გაყიდვები. სივრცე თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, 188 ნომერში მდებარეობს. ამერიკული ბრენდის Chevrole-ს იდეა დიდი ხნის წინ ჩაისახა მენეჯმენტის ცნობიერებაში. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მრავალწლიანი მოლაპაკების შედეგად მივაღწიეთ წარმატებას და დღეს ქართველ მომხმარებლებს უკვე მსოფლიოს ტოპ 10-ეულში შემავალი ბრენდის Chevrole -ს ოფიციალური ცენტრი და ოფიციალური ავტოსერვისი მოემსახურება. შოურუმი ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაპროექტდა და მოსულ სტუმრებს სასიამოვნო ატმოსფეროს, კომფორტულ გარემოს და შევროლეს ახალი მოდელების ხილვის საშუალებას სთავაზობს.

ცენტრში წარმოდგენილია Chevrolet-ს სამოდელო რიგში ერთ ერთი ყველაზე მაღალგაყიდვადი და ძალიან პოპულარული კომპაქტური ზომის ქროსოვერი - tracker, დახვეწილი სედანი Onix და ძალიან ბიუჯეტრი Cobalt. დღეს Chevrole-ს ბრენდი მომხმარებელს მაღალტექნოლოგიურ, უსაფრთხო, კომპფორტულ, ეკონომიურ მოდელებს ძალიან ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს, მსურველევს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თრეიდინის, განვადების ან ავტოლიზინგის სერვისებით, ასევე ჩაეწერონ ტესტ დრაივზე და თავად გამოცადონ ამერიკული ბრენდის Chevrole-ს ემოცია, შეაფასონ მისი ეფექტურობა და კომფორტულობა.

General Motors-ის ბრენდი Chevrolet, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Chevy, არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომწარმოებელი კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1911 წლის 3 ნოემბერს შვეიცარიელი ტიტულიანი მრბოლელის ლუი შევროლეს და ამერიკელი ბიზნესმენის უილიამ ს. დიურანტის მიერ ქალაქ დეტროიტში. მისი თავდაპირველი მიზანი გამძლე, კომფორტული და მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული დიზაინის შექმნა იყო. ბრენდი, სლოგანით - „together let’s drive“, გიწვევთ აღმოჩენებისა და თავგადასავლების გზაზე სამოგზაუროდ. Chevrolet აგრძელებს ახალი მოდელების შექმნას და ინოვაციების განვითარებას, რაც მას საშუალებას აძლევს დარჩეს ერთ-ერთ ლიდერად ავტომობილების ინდუსტრიაში.

საქართველოს ბაზარზე ვთვლით, რომ Chevrolet, ტიტულიანი და პოპულარული მოდელებით აუცილებლად მოწინავე ადგილს დაიკავებს გაყიდვებში, რადგან ბრენდი ყველაზე მოთხოვნადი სეგმენტების მოდელებს გვთავაზობს, ამასთან მსოფლიო ავტომობილების გაყიდვების სტატისტიკაც ძალიან პოზიტიურ პროგნოზს გვპირდება.

კომპანია სტრადა მოტორსი, როგორც Chevrolet-ის ოფიციალური დილერი საქართველოში, მომხმარებლებს ახალ ავტომობილებთან ერთად მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები