მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება იგეგმება

57b2f999bbcae
BM.GE
16.08.16 15:22
2517
ქვეყნის ელექტროსისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხილული „ჭკვიანი ქსელის“, მათ შორის „ჭკვიანი მრიცხველების“ დანერგვის მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება იგეგმება, როგორც საბითუმო, ასევე საცალო მომხმარებლებისათვის. ნერგეტიკის სამინისტროს 2016-2025 წლების სტრატეგიის მიხედვით, კვლევის საფუძველზე გამოვლინდება მათი გავრცელების გონივრული ვადები და პირობები.

„აღნიშნული ასევე პასუხობს ელექტროენერგიის ბაზრის მოწყობის შესახებ ევროკავშირის № 2009/72/EC დირექტივას, რომლის მიხედვითაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი კომპონენტია „ჭკვიანი მრიცხველების“ დანერგვა, რადგან ის მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდების ბაზრის ფუნქციონირებაში აქტიური მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

დღეს არსებული მრიცხველები დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში მოხმარებული ელექტროენერგიის დიფერენცირებულად აღრიცხვის საშუალებას ვერ იძლევა, „ჭკვიანი მრიცხველების“ დამონტაჟება კი, რომელთაც ამის შესაძლებლობა აქვთ, მოითხოვს დიდ დანახარჯებს. საჭირო იქნება ამ მიმართულებით მუშაობა“, - განმარტავენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები