გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი ოთხით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი.
ამასთან, კორონავირუსს ქვეყანაში ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 249 ადამიანი.