28 აგვისტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, ინფიცირების შემთხვევები1455-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1196-ს შეადგენს. შესაბამისად, ქვეყანაში 259 აქტიური შემთხვევაა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.