გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-ით 1336-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი არ შეცვლილა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი.
კორონავირუსს ქვეყანაში ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, Stopcov.ge-ის მიხედვით: კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 7597 ადამიანი; სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 249 ადამიანი;
ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა - 41-ი პირია.