საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ვირუსმა სულ 72 მოქალაქე იმსხვერპლა.
ბოლო 24 საათში covid-19-ის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსი 253-მა პაციენტმა დაამარცხა.
სრული სტატიტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 11271
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 6119
მათ შორის გარდაცვლილი - 78
კარანტინის რეჟიმში - 5971
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.