დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 498 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 100 პაციენტი. ინფიცირების 471 შემთხვევა დღეს გამოვლინდა.
ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 3 992 პაციენტმა დაამარცხა.
3 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 48 პაციენტი იმსხვერპლა.
ამასთან, ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5 392 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გარდა ამისა, ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 667 631 ტესტი, PCR ტესტირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 179 620-ს შეადგენს.

























