მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში D5 ვიზის მისაღებად ქონების მინიმალური ღირებულება გაიზარდა

საქართველოში ქონების ფლობასთან დაკავშირებული D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები გამკაცრდა. მთავრობის დადგენილებით, უცხოელი D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საქართველოში 100-ის ნაცვლად 150 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს.

D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ზღვარი 35 000 დოლარი იყო, რაც შემდგომ 100 000 დოლარამდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში გაიცემა.

რა გავლენას იქონიებს გადაწყვეტილება სექტორზე?

სტუმრები: შიო ხეცურიანი - "არქის” გენერალური დირექტორი; მამუკა მახარაძე -“იელთი ჯგუფის” გენერალური დირექტორი

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები