მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში დაახლოებით 70-80% იმპორტირებული ხორბალია, მაშინ, როდესაც შეგვიძლია 60% თვითონ ვაწარმოოთ"

592d26e7c8d8d
სალომე მეცხვარიშვილი
30.05.17 12:10
2205
საქართველოში ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა. ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ხორბლის პურის "მზეთამზე" თანადამფუძნებელი ლალი მესხია.

"საქმის კურსთან" საუბრისას ახალი ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასოციაციის მიზანი ქართული ხორბლის ჯიშების გადარჩენა, ხარისხის გაუმჯობესება და მათი პოპულარიზაციაა.

"დღეს საქართველოში დაახლოებით 70-80% იმპორტირებული ხორბალია, მაშინ, როდესაც საქართველოს შეუძლია მინიმუმ 60% აწარმოოს. ქართული ხორბლის უპირატესობა ის არის, რომ ის ძალიან ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევა და არის მსუყე შემადგენლობის",- აცხადებს ლალი მესხი.

მისივე თქმით, ქართული ხორბალი დღეს მცირემოსავლიანია, რადგან დროთა განმავლობაში არასწორი მოვლის შედეგად ხარისხი გაუფუჭდა. ლალი მესხის განცხადებით, ამის მიზეზი ისიცაა, რომ დღეს მსოფლიოში არის ტენდენცია, მოიყვანონ ბევრი მოსავალი და არა ხარისხიანი. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი მიზანი, სწორედ ამ ტენდენციის შეცვლაა.

ასოციაცია ოფიციალურად დაახლოებით ერთი კვირის წინ დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები