მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში დაგეგმილი 500-კაციანი კონფერენცია რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუქმდა” - BTL Company

6239d15cd5362
მარიამ ადამია
22.03.22 23:40
899

საქმიანი ტურიზმის კომპანია BTL Company-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, მაია ბიბილაურმა გადაცემა “საქმიან დილაში” რუსეთ-უკრაინის ომსა და მის გავლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე კომპანიას 500-კაციანი კონფერენცია გაუუქმდა, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოში უნდა ჩატარებულიყო.

“კომპანია BTL Company-მ ტენდერი მოიგო და სამედიცინო კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო, რომლის ფარგლებშიც, 500 ადამიანი ჩამოდიოდა ქვეყანაში. ხოლო აპრილში ორგანიზატორები ჩამოდიოდნენ, რომ ქვეყანა დაეთვალიერებინათ და წინასწარ დეტალები ადგილზე დაეგეგმათ, თუმცა ეს მასშტაბური ღონისძიება რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაიყინა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებდა და მათი წარმომადგენლები საქართველოში ახალი პროდუქტების შესაქმნელად ჩამოდიოდნენ, ასევე ომის მიზეზით გაუქმდა. ფაქტობრივად, გლობალური ტურბულენტობის დროში გვიწევს არსებობა და გადარჩენა,” - აღნიშნა მაია ბიბილაურმა.

მისივე თქმით, არაა საკმარისი ის, რასაც მთავრობა ტურიზმის სრულყოფილად მუშაობისთვის აკეთებს და მათ მეტი სიღრმისეული კვლევისა და დაგეგმვისკენ მოუწოდებს.

“ყოველთვის მოვლენები გვისწრებს, არადა ჩვენ უნდა ვუსწრებდეთ დროს. შედეგად, არ ვიცით ხვალ რა იქნება და მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ იმას, რაც ხდება სამყაროში,” - ამბობს საქმიანი ტურიზმის კომპანია BTL Company-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები