საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს სომხეთის, ლიტვის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლატვიისა და ევროკომისიის პრეზიდენტები აღნიშნავენ.
გარდა ამისა, პრეზიდენტებთან ერთად 26 მაისის ღონისძიებებს საქართველოში უკრაინის, მოლდოვას, ესტონეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეები, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი და რუმინეთის ვიცე-პრემიერი შეუერთდებიან.
მაღალი რანგის სტუმრები ამ წუთებში სასტუმრო „ჰუალინგში“ ეკონომიკურ ფორუმს ესწრებიან.