PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
PMCG-ის მიხედვით, 0-599 ლარის მიმღებ პირთა წილის კლება 2022 წლის მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ გამოწვეული იყო დეკემბერში მე-13 ხელფასის მიმღებ პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობით.
რაც შეეხება ზოგადად, ადამიანების რაოდენობას, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, მიმდინარე წლის თებერვალში, გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2%-ით არის გაზრდილი.