"საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის, ამ შეშფოთებაზე რეაგირებისთვის, მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი კონსერვატორი დეპუტატის მარკ პრიჩარდის კითხვის საპასუხოდ.
"გასულ ოქტომბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი შეშფოთება დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის დაკავებასა და მოკავშირე ქვეყნების ელჩებზე თავდასხმაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - ამბობს მინისტრი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ.




























