მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს სწავლა დაიწყო - რამდენ სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები?

საკლასო ოთახი

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) დაფინანსებით, ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წელს დაიწყო.

ამასთან, პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 171 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობიდან, სამუშაოები უკვე დასრულებულია 144 სკოლაში. 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, დამატებით 16 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპობრივი დასრულებაა დაგეგმილი.

"სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით,  5 სკოლის დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2024 წელს, ხოლო  2025 წელს - CEB-ით დაფინანსებით, თბილისის 6 სკოლის რეაბილიტაცია.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის 60 მილიონი ევროს მხარდაჭერით, უკვე დაიწყო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის ახალი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, აშენდება და რეაბილიტირდება, სულ, 64 სკოლა. აქედან, 5 სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, ხოლო 15 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. დარჩენილ სკოლებზე, ტენდერები კი 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება.

ფონდი, აგრძელებს სკოლების რეაბილიტაცია მშენებლობის პროგრამას და 2024 წლიდან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დაახლოებით, 200-მდე სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა", - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაში. .

ცნობისთვის, საქსტატის ბოლო ინფორმაციით, 2022-23 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2 302 ერთეული იყო, საიდანაც 2086 - საჯარო, ხოლო 216 კერძო სკოლა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები