მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში დიდი პროექტების განსახორციელებლად კომპანიებს აუცილებლად სჭირდებათ ბანკი ან სხვა პარტნიორი რესურსისთვის"

58aec038e17de
BM.GE
23.02.17 14:56
1388
„საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები გვყავს რომლებსაც რესურსი აქვთ, რომ თუნდაც 3-4 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები დამოუკიდებლად განახორციელონ“, - განაცხადა გადაცემაში „საქმიანი დილა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ. მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზე იყო. როგორც სეთურიძე განმარტავს, კომპანიებს რესურსის გამოსანახად მუდმივად სჭირდებათ პარტნიორი.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე ათწლეულია დიდი პროექტები ხორციელდება, მაგრამ სამშენებლო სფეროში და მითუმეტეს საგზაო სფეროში თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები გვყავს დღეს, რომლებსაც თავისუფალი რესურსი და შესაძლებლობა გააჩნიათ იმაზე, რომ თუნდაც 3-4 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები დამოუკიდებლად განახორციელონ. მათ აუცილებლად სჭირდებათ ბანკი, პარტნიორი ან სხვა რესურსის გამონახვა და გამოყენება. ამის მიზეზები დადგენილია. ეს იყო პრობლემები, რომლებიც შესყიდვის პროცესს ახლდა თან. კომპანია, რომელიც ’’მოიგებდა“ ტენდერს, ვერ ასრულებდა მას და საბოლოო ჯამში ცუდად შესრულებულ სამუშაოებს და ბევრ გაკოტრებულ კომპანიას ვიღებდით.

ახლა, როდესაც ჩვენს წინაშე ამხელა გამოწვევებია, გვსურს, რომ საქართველოში საქმე უპირველეს ყოვლისა, ქართველებმა აკეთონ. ბენეფიტები, რაც მშენებლობის პროცესში გვექნება ქართველებს უნდა დარჩეთ და ისეთი სიტუაცია არ უნდა იყოს, როდესაც უცხოელი შემოდის, მხოლოდ პრეფერენციებით იგებს ტენდერს და შემდეგ ქართველებს ძალიან ცუდ პირობებში უწევთ მასთან მუშაობა. ეს სამუშაოები ზოგადად კომპანიის გამოფიტვას და სისხლის მთლიანად დაკარგვას ემსახურება, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში გაკოტრებული კომპანიებს ვიღებთ“, - განაცხადა სეთურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები