მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დიზელის საწვავზე "ევრო 5" სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

5dd3ab6c0a672
თელარა გელანტია
19.11.19 12:43
986
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა.

დიზელის საწვავლზე „ევრო 5“-ის სტანდარტი 2020 წლის პირველი იანვრიდან აღარ ამოქმედდება.

მთავრობის დაგდენილების მიხედვით, მისი ამოქმედების ვადამ 2021 წლამდე გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილება 15 ნოემბრით თარიღდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები