მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[საქართველოში] ძალადობის შესახებ ცნობები ძალიან შემაშფოთებელია და ცალსახად ვგმობ - NATO-ს გენმდივანი

რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გმობს საქართველოში ძალადობასთან დაკავშირებით ცნობები ძალიან შემაშფოთებელია. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ჰკითხეს.

მარკ რუტემ გაიმეორა მოკავშირეების მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩეს.

"ძალადობის შესახებ ცნობები ძალიან შემაშფოთებელია და ცალსახად ვგმობ. მოვუწოდებ მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს ყველა ქართველის ინტერესშია. NATO არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, ღირებულებებზე, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემაზე, როგორც კონცეფციის და ყოველდღიური რეალობის. ასევე, მტკიცედ მჯერა, რომ ეს ღირებულებები ჩვენი ერთობლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია.

რასაც ახლა ვხედავ, ისაა, რომ ყველა მოკავშირე ღიად აცხადებს, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ქმედება, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ასევე დემოკრატიის წინსვლას, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დარჩეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელზეც რამდენიმე წლის წინ თავად გადაწყვიტა, რომ აქტიური ყოფილიყო",- განაცხადა რუტემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები