მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში ძალიან მოთხოვნადია ქორწილების ევროპაში დაგეგმვა” - Click Holding

საქორწინო ტურიზმი

საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საქორწილო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბოლო წლებში მოთხოვნა გაჩნდა. შესაბამისად, ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ქართველებს ეხმარებიან ქორწილები საზღვარგარეთ დაგეგმონ.

Click Holding-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა ისეთ ქვეყნებზეა როგორებიცაა იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და თურქეთი.

“საქართველოში გვაქვს ძალიან კარგი საღონისძიებო სივრცეები, მაგრამ არიან წყვილები, რომლებიც უნდათ რომ ქორწილი გააკეთონ საზღვრებს გარეთ, ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ვთავაზობთ სხვადასხვა ბიუჯეტიან ქვეყნებს და სასტუმროებს. სწორედ ამიტომ ხშირად ვხვდებით საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს, ვიძენთ პარტნიორებს, რომ ყველა ტიპის მოთხოვნაზე გქონდეს პასუხი და სპეციალურ პაკეტებს ვაკეთებთ.

ძალიან მოთხოვნადია პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ახლაც გვაქვს კონკრეტული დაკვეთები ევროპის მიმართულებით იმედი გვაქვს რომ წარმატებით ჩაივლის. ძირითადი მოთხოვნა არის საბერძნეთზე, იტალიაზე, გვქონია შემთხვევა რომ საფრანგეთშიც ყოფილა, გვქონია თურქეთის სანაპიროზე დაკვეთაც. უფრო არის 50-100 კაცამდე ქორწილები, გვქონია 300 კაციანი ქორწილიც, თუმცა ამ შემთხვევაში სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ,”- ამბობს Click Holding-ის თანადამფუძნებელი მაკა ყუბუსიძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები