მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ძუძუს კიბოს დროს მასტექტომიის მაჩვენებელი შემცირებულია, რაც სკრინინგის დადებითი შედეგია - რემა ღვამიჩავა

რემა

კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ადრეული სიკვდილიანობის. ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ავადდება კიბოთი, ხოლო 10 მილიონზე მეტი, კიბოს გართულებებით იღუპება. თუმცა, როდესაც საქმე ადრეულ დიაგნოზს ეხება, ციფრები სრულად იცვლება. - ამბობს BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” რემა ღვამიჩავა, “ონკოპრევენციის ცენტრი” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგი - ძუძუს კიბო - მამოგრაფიის საშუალებით. საშვილოსნოს ყელის კიბო - პაპ-ტესტისა და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ტესტის მეშვეობით. მსხვილი ნაწლავის კიბო - კოლონოსკოპიისა და ფარული სისხლის ტესტით განავალში. პროსტატის კიბო - პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) სისხლში და რექტალური გამოკვლევით.

“სკრინინგი მიეკუთვნება პრევენციას, ეს არის პრევენციის მეორეული საფეხური და სწორად ორგანიზებული პრევენციით, მოსახლეობას თავიდან სცილდება კიბოს განვითარებული შემთხვევების ⅓-ი. რაც ძალიან დიდი ციფრია, ხოლო უშუალოდ სკრინინგის კარგად ორგანიზების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია კიბოთი გამოწველი სიკვდილობის ⅓-ით შემცირება. ეს ძალიან პრეტენზიული განაცხადია, მაგრამ სწორად წარმოებული საქმის შემთხვევაში მიღწევადია და სკრინინგით ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადების განკურნება 100%-იანია. საქართველოში ძუძუს კიბოს შემთხვევებია ნათელი მაგალითი, რომ ყოველწლიურად ნაკლები ოპერაცია კეთდება ძუძუს კიბოს დროს, როდესაც ხდება რადიკალური მასტექტომია, ანუ ძუძუს ქსოვილის სრული მოკვეთა. ეს კეთდება ყოველწლიურად უფრო ნაკლები და მეტი კეთდება ძუძუს ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციები. ეს არის სწორედ სკრინინგის შედეგი. აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ძუძუს კიბოს სკრინინგით მოცვის საშუალო მაჩვენებელი 54%-ია, საშვილოსნოს ყელის კიბოს 56% და კოლორექტუმის 36%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები