საქართველოში ძვირადღირებულ ბრენდებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლების ნაწილი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის გაზრდას უკავშირებენ. მათი თქმით, მომხმარებლის ძირითადი ნაწილი ისევ ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ბოლო პერიოდში მაღალი ხარისხის ბრენდებზე აკეთებენ არჩევანს. რითეილ სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2023 წელი შემოსავლების გათვალისწინებით რეკორდულია. რითეულ გრუპ ჯორჯიას დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ, პანდემიის შემდეგ სექტორმა აღდგენა მალევე შეძლო, გასულ წელს კი გადააჭარბა მაჩვენებლებს. მისი თქმით, მათ შორის გაზრდილია შედარებით მაღალ ფასიანი საფასო კატეგორიის ბრენდებზე, მოთხოვნა, რის გამოც კომპანია ამ ბრენდების რეგიონებშიც მასშტაბითაც ავითარებს. იმავე პოზიციას აფიქსირებენ გალერეა თბილისში, სადაც გასულ წელთან შედარებით მომხმარებლების რაოდენობის ნაწილში მცირედი კლებას, მაგრამ შემოსავლის თვალსაზრისით ზრდა ფიქსირდება. გალერეა თბილისის კომუნიკაციების მენეჯერი ამბობს, რომ ზრდა გასულ წელთან შედარებით ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-15 პროცენტია. ნინი ადუაშვილი, აღნიშნულს მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის ზრდას უკავშირებს.