მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა, მან მთავრობასთან ანაკლიის შესახებ ისაუბრა

5c80f3f4ad63d
BM.GE
07.03.19 14:34
818
საქართველოში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბატის ვიზიტი შედგა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის წევრებთან, მათ შორის, პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კობა გვენეტაძესთან და საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან.

EBRD-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებისას პრეზიდენტმა ჩაკრაბატიმ ისაუბრა ქვეყანაში ბანკის სტრატეგიის შესახებ, რომელიც მოიცავს მაღალი დონის ინვესტიციებსა და პოლიტიკის რეფორმების აქტიურ მხარდაჭერას, მათ შორის, ინვესტორთა საბჭოს საშუალებით. ბანკის მხარდაჭერით მოქმედი ინვესტორთა საბჭო წარმოადგენს დიალოგის პლატფორმას საჯარო და კერძო სექტორებისათვის და მისი მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა.

EBRD-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჩაკრაბატიმ ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემთხვევაში და ადამიანური რესურსის განვითარების კუთხით EBRD-ის მზარდ მხარდაჭერაზე პროფესიული ტრენინგების უზრუნველყოფის გზით. მან ასევე ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას, როგორებიცაა ანაკლიის პორტი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი და განახლებადი ენერგიის პროექტები.

EBRD საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში მუშაობის დაწყებიდან, ბანკმა განახორციელა 3.3 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 231 პროეტში საფინანსო, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგო სექტორებში. ამ ინვესტიციების 90 პროცენტი კერძო სექტორის განვითარებაზეა მიმართული. 2018 წელი საქართველოში რეკორდული წელი იყო 26 პროექტში განხორციელებული 270 მილიონი ევროს ოდენობის ახალი ინვესტიციით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები