"საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებით მდგრადობით ხასიათდება"
ლიკა გურაბანიძე
29.03.19 14:21
• 411
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებით მდგრადობით ხასიათდება.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თებერვალში, მშპ-ის 4.6%-იანი ზრდის მაჩვენებლის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მიქაბაძის განმარტებით, მშპ-ის მაჩვენებლის ზრდა იმ სწორი მაკროეკონომიკური, კერძოდ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ახორციელებს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებით მდგრადობით ხასიათდება.
მშპ-ის ზრდა იმ რეფორმებიდან გამომდინარეობს, რომელიც საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და თითოეული მოქალაქისთვის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის თანაბრობას უზრუნველყოფს.
შედეგად, გასული ორი თვის განმავლობაში ჩვენ 4.1%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ეკა მიქაბაძემ.
"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6% შეადგინა.