საქართველო ელექტროენერგიის დამაგროვებელი პირველი სადგურის მშენებლობისთვის ემზადება. პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უკვე მიმდინარეობს სახელმწიფო ელექტროსისტემამ უნდა განახორციელოს. საუბარია ბატარეების სისტემის შექმნაზე, რომლითაც დაახლოებით 200 მგვტსთ-ი ელექტროენერგიის შენახვა იქნება შესაძლებელი. რა დაუჯდება ქვეყანას ელექტროენერგიის დამაგროვებელი პირველი სადგურის მშენებლობა და რა ეტაპზეა სახელმწიფო ელექტროსისტემის კიდევ ერთი მასშტაბური შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი?