მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

5b3b8755d1d85
BM.GE
03.07.18 18:24
1457
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, გუშინ, 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება - 1920 მგვტ დაფიქსირდა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

„ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები