მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 7.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

593b0ed0afd22
BM.GE
10.06.17 18:00
1359
2017 წელს მოსალოდნელია ელექტროენერგიის მოხმარების 7.7%-იანი ზრდა, 2017 წლის განახლებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი არის დოკუმენტი, რომელსაც ყოველწლიურად ამზადებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და ამტკიცებს ენერგეტიკის სამინისტრო.

დოკუმენტი მოიცავს თითოეული ბაზრის მონაწილის გენერაციისა და მოხმარების წლიურ გეგმას.

განახლებულ საპროგნოზო ბალანსში შესული ცვლილებები G&T-ის ინფორმაციით, ითვალისწინებს ქარის სადგურისა და იმ ჰესების გენერაციის გეგმის დამატებას, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა ბალანსის პირველადი ვერსიის დამტკიცების (2016 წლის 28 ნოემბერი) შემდგომ პერიოდში; იმპორტისა და ექსპორტის შეცვლილ მოცულობებსა და მიმართულებებს; ისევე როგორც 2017 წლის პირველი სამი თვის ფაქტიურ მონაცემებს. განახლებული საპროგნოზო ბალანსის თანახმად, 2017 წელს იმპორტის წილი მთლიან მიწოდებაში 12.9%-ს შეადგენს, რაც დამატებით 763.1 გვტ.სთ. ელექტროენერგიის იმპორტს ითვალისწინებს, საიდანაც 83.1% აზერბაიჯანიდან, ხოლო 16.9% სომხეთიდან იქნება იმპორტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები