მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

პრემიერი მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პრემიერმა განმარტა, რომ ეს ,,ორი ყველაზე ცნობილი ბრენდია”-თუმცა ისინი არ დაუკონკრეტებია.

აღნიშნული განცხადება, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე - „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“, გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი საწვავია, ამიტომ ელექტრომობილებზე გადართვას, დამატებით მაკროეკონომიკური ეფექტიც ექნება.
,,ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მეტი დოვლათი, შევამციროთ სავაჭრო დეფიციტი და გავაჩინოთ საქართველოში წარმოებული ელექტრო-ენერგიის მსხვილი მომხმარებელი”-აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე, პრემიერმა ავტოპარკის ელექტრო-მობილებით ჩანაცვლების გეგმა წარადგინა. ამ გეგმის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ავტოპარკის 90% ელექტრო-მანქანებით უნდა ჩანაცვლდეს.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები