საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება
ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტს მზარდი დინამიკა აქვს. ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 10 თვეში, უკვე რეგისტრირებულია 502 ელექტრომობილი, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 810 იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ელექტრომობილების რაოდენობის მკვეთრი მატება დაფიქსირდა, იმ ფონზე, რომ 2016 წელს მხოლოდ 14 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ პირველი 5 ელექტრომობილი ქვეყანაში ჯერ კიდევ 2005 წელს დარეგისტრირდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში სულ 1392 ელექტრომობილი გადადგილდება.