მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანას და დამტენების სადგურის მოწყობას ვგეგმავთ - Shtigen Group

shtigen group

კომპანია Shtigen Group-ი საქართველოში ელექტრომობილების ბაზარზე საქმიანობას იწყებს.

კომპანიაში, რომელიც მზის ენერგიის მიმართულებით მუშაობს, აცხადებენ, რომ უახლოეს ხანებში საქართველოში ერთ-ერთი ჩინური ელექტრომობილების ბრენდის შემოყვანა იგეგმება.

როგორც Shtigen Group-ის დამფუძნებელმა, ჰაიკ შეკიანიმ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, კომპანიის გეგმებში ასევე შედის მიმდინარე წელს საქართველოში ელექტრომობილებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის დამტენი სადგურების მოწყობა და მომსახურების ცენტრის გახსნა.

მისი თქმით, კომპანიის მიზანია, რომ საქართველოში ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული გახდეს.

“ელექტრომობილების ბაზარი მხოლოდ ავტომობილებს არ მოიცავს, ესაა ამ დარგში არსებული ცოდნა, გამოცდილება და ჩვენი სურვილია, რომ ეს ცოდნა საქართველოს ბაზარზე შემოვიტანოთ. ჩვენ უახლოეს ხანებში ჩინეთიდან საქართველოში ელექტრომობილების ბრენდს შემოვიყვანთ. ასევე გვექნება შესაბამისი სერვისცენტრები. ბუნებრივია, როდესაც ელექტრომობილებზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია მთლიანი ქსელი და უკვე შემოდგომაზე ელექტრომობილების დამტენების სისტემაც გვექნება მოწყობილი. გვსურს, რომ საქართველოში ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული გახდეს. ამ მიზნით კომერციულ ბანკებთანაც ვიმუშავებთ, რათა შესაბამისი კრედიტები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს”, - განაცხადა ჰაიკ შეკიანიმ.

ცნობისთვის, Shtigen Group-ი 2011 წელს სომხეთში დაფუძნდა და ისეთი მიმართულებებით მუშაობს როგორიცაა მზის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა, ინვესტიციები განახლებად ენერგიაში. კომპანია საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები