მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ეროვნებით რუსი მოსახლეობის რაოდენობა 10 წელში 61%-ით გაიზარდა

ხალხი

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 3 304 075 კაცი შეადგინა. თუმცა, მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი 86.8%-დან 84.1%-მდე შემცირდა.

მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს 268 832 კაცით (6.8 პროცენტი) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომელთა რიცხოვნობა 15.4%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე ჯგუფს 169 296 კაცით (4.3%) ეროვნებით სომეხი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთა რიცხოვნობა 2014 წლის აღწერასთან შედარებით 0.7%-ითაა გაზრდილი.

ეროვნებით რუსი მოსახლეობის რაოდენობა აღწერათაშორის პერიოდში 60.8%-ით გაიზარდა და 42 545 კაცი შეადგინა. ინდოელი ეროვნების მოსახლეობა 446 კაციდან 23 996 კაცამდე გაიზარდა. უკრაინელთა რიცხოვნობა 139.4%-ით გაიზარდა და 14 443 კაცი შეადგინა. არაბი ეროვნების მოსახლეობა 609 კაციდან 12 533 კაცამდე, ბელარუსთა რიცხოვნობა 431 კაციდან 4 558 კაცამდე, ხოლო ირანელთა რიცხოვნობა 217 კაციდან 4 304 კაცამდე გაიზარდა.

აფხაზი ეროვნების მოსახლეობა 5%-ით გაიზარდა და 907 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში ოსი ეროვნების მოსახლეობა 12.3%-ით შემცირდა და 12 611 შეადგინა, ხოლო იეზიდთა რაოდენობა 7.0%-ითაა შემცირებული და 11 324 კაცი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები