მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კანონმდებლობის სწრაფი ცვლილებებია"

5afd6c3ff0fac
სალომე მეცხვარიშვილი
17.05.18 15:30
1375
საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კანონმდებლობის სწრაფი ცვლილებებია,- ამის შესახებ bm.ge-ს ბრიტანული კომპანია Gryphon Emerging Markets-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელმა დავით გიგაურმა განუცხადა.

საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანაა, თუმცა, კარგი იქნებოდა კანონმდებლობა სწრაფად არ იცვლებოდეს.

"მაგალითად, საქართველოში მიწის მფლობაზე შეზღუდვები არ არსებობდა და კანონი სწრაფად შეიცვალა, შესაბამისად, ახლა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობა შეუძლებელია. ეს ნორმალურია, ბევრ ქვეყანაშია ასეთი კანონი, თუმცა, შემოთავაზებული უნდა იყოს ალტერნატივა - რა პირობებით და რამდენი ხნით შეუძლია იჯარის აღება უცხოელს და ა.შ.",- აცხადებს დავით გიგაური.

მისივე თქმით, საქართველო პატარა ბაზარია, ამიტომ აქცენტი მის ადგილმდებარეობაზე უნდა გაკეთდეს.

"ერთ-ერთი პრობლემა საქართველოსთვის პატარა ბაზარია, ამიტომ ქვეყანამ აქცენტი თავის ადგილმდებარეობაზე უნდა გააკეთოს. ინფრასტრუქტურის განვითარება ამ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია - გზების, პორტების და ა.შ. მნიშვნელოვანია ასევე ფინანსური სექტორის სიძლიერეც, რაც არის კიდეც საქართველოში - 2 ბანკი ვაჭრობს ლონდონის ბირჟაზე და ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის. ამასთან, ფოკუსირება უნდა მოხდეს ისეთ სფეროებზეც, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რაშიც საქართველო ისტორიულად ძლიერი იყო, თუმცა, ამასთან ერთა აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალი სფეროების აღმოჩენაზე, როგორებიცაა თანამედროვე ტექნოლოგიები",- აცხადებს დავით გიგაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები