„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია კინემატოგრაფიაში უნდა ხორციელდებოდეს“ - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალ ანაკლიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია მსოფლიოს უმსხვილეს კინომწარმოებელ ქვეყნებს შორის იყოს.
„ამას ძალიან ხმამაღლა ვამბობ – ეს არის ჩვენი ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობა. საქართველოში თავმოყრილი შემოქმედი ადამიანები დიდი ქვეყნის მასშტაბებს ეყოფოდნენ, პოტენციალი გვაქვსპერფორმანსის, ცეკვის, ხელოვნების უამრავი დარგის. კინო კი ამ დისციპლინებს მოიცავს – ვიზუალს, მუსიკას, ლიტერატურას, სახვით ხელოვნებას, მსახიობს, რეჟისორს, წარმოებას.აქ უნდა იყოს დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ნომერ პირველი პრიორიტეტის. ჩვენი ამბიცია მსოფლიოს ხუთ მსხვილ კინომწარმოებელ ქვეყანას შორის ყოფნა უნდა იყოს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

























