მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 173 კვერცხს ჭამს - როგორია თვითუზრუნველყოფა?

კვერცხი

2024 წლის მონაცემებით, საქართველოში კვერცხის მოხმარება ერთ სულზე წელიწადში 173 ერთეულს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, ეს მცირედით ჩამორჩება 2023 წლის მოხმარებას, როდესაც ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 176 ერთეულს მოიხმარდა.

კვერცხის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში (ცალი)

რაც შეეხება ჯამურ მოხმარებას, კვერცხის სასურსათო მოხმარება 2022-2024 წლებში არ შეცვლილა და წლიურად 14 მლნ ერთეული იყო. ამასთან, 2024 წელს საინკუბაციოდ გამოყენებული კვერცხის რაოდენობამ 40 მლნ ერთეული შეადგინა, ხოლო კვერცხის დანაკარგებმა 642 მლნ ცალი.

საგულისხმოა, რომ საქართველოში კვერცხით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და მოხმარების დაკმაყოფილება თითქმის სრულად ადგილობრივი წარმოებით ხდება. მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 96% იყო, კვერცხის ადგილობრივმა წარმოებამ 673 მლნ ცალი შეადგინა, იმპორტმა 37 მლნ ცალი, ექსპორტმა კი 12 მლნ ცალი.

2025 წლის სამი კვარტალის სტატისტიკით კი ქვეყანამ 522.6 მლნ ცალი კვერცხი აწარმოვა, რაც წლიურად 4%-იანი ზრდაა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიებმა - „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება", - ნათქვამია კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები