მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ერთი მოქალაქე, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ფინეთში კი 4-ს

5964e3a61ad84
BM.GE
11.07.17 19:00
1409
საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლასტიკის პარკი წარმოდგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები