ქვეყანაში ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულების განთავისუფლების მოთხოვნით, პროევროპული პროტესტი გრძელდება.
28 დეკემბერს, უწყვეტი აქციების 31-ე დღეს, მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 15:00 საათიდან "ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის" დედაქალაქის შემდეგ ლოკაციებზე შეიკრა:
- მეტეხის ხიდი
- მშვიდობის ხიდი
- ბარათაშვილის ხიდი
- ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი
- გალაკტიონ ტაბიძის ხიდი
- თამარ მეფის ხიდი
- ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი
თბილისში ერთობის ჯაჭვს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
დედაქალაქის გარდა, ერთობის ჯაჭვი შეიკრა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შიორის: ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, გორში.
"ერთობის ჯაჭვს" მოქალაქეები შეუერთდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, სხვადასხვა ქალაქებში.