მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ესპანეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაფუძნდა - მიზნები და გეგმები

617fe96c015cd
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.21 19:50
1624
საქართველოში, დაახლოებით, ერთი თვის წინ ესპანელ პარტნიორებთან ერთად ესპანეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაფუძნდა, რომლის ოფიციალური წარდგენა იანვარში მოხდება. ამის შესახებ BM.GE-ის ესპანური სავაჭრო პალატის ქართული მხრიდან ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა განუცხადა.

სავაჭრო პალატის შექმნის მიზანი ქვეყნებს შორის ბიზნეს პროცესების გააქტიურდება და ის არამხოლოდ ესპანელ, არამედ პორტუგალიელ, იტალიელებს, ლათინური ქვეყნის ბიზნესმენებს მოემსახურება. დღეისთვის სავაჭრო პალატა 10-მდე წევრ კომპანიას აერთიანებს. ვასილ ბაბლუანი განმარტავს, რომ ესპანური სავაჭრო პალატის შექმნა ესპანელი პარტნიორების მხრიდან არსებული დიდი ინტერესის საფუძველზე შეიქმნა და მისი გავლით ქვეყანაში არაერთი პროექტი განხორციელდება. მოსაზიდი ინვესტიციების მოცულობაზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება და ტექნოლოგიები, რომელსაც მოჰყვება ინვესტიციები.

ესპანელი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს საგადასახადო გარემო მიმზიდველი აღმოჩნდა და საქართველოში სერვისების განვითარებით ისეთი კომპანიები ინტერესდებიან, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ. მაგალითისთვის, გეტყვით რომ საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კრიპტოფონდებისთვის სერვისის გაწევა ხდება. ასევე იგეგმება სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო მიმართულებით პროექტების განხორციელება, გარკვეული პროექტების გადმოტანა საქართველოში. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის დაახლოებით 3-4 პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - ამბობს ვასილ ბაბლუანი.



მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო პალატის ოფიციალური წარდგენა 2022 წლის დასაწყისში იგეგმება, მიმდინარე წლის ნოემბერში პალატა ესპანეთიდან ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლებს და საქართველოს ბიზნეს გარემოს გააცნობს.

„ნოემბერში საქართველოში მრეწველობის, საფოსტო მომსახურების, ტურიზმის და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესტუმრებიან, რომელთა ნაწილს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები აინტერესებს. ერთ-ერთი კომპანია საქართველოში თინუსის წარმოების გადმოტანით არის დაინტერესებული, რაზეც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს“, - აღნიშნა ბაბლუანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები