მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ე.წ რუსულ ტურისტულ ემბარგოზე განცხადებას ავრცელებს

5d1cdcb1e330a
BM.GE
03.07.19 20:48
2114
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ უკანონო და არაპროპორციულია.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ უკანონო და არაპროპორციულია.

ამასთანავე, რუსეთის მხირდან 27 ივლისს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას ართმევს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ნაგტიურად აისახება. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.

ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები