მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ფასიანი გზების არსებობის მიზანშეწონილობას მსოფლიო ბანკი და EBRD სწავლობს

58ee06d3815a8
ელენე გოგბერაშვილი
12.04.17 15:00
1614
"საქართველოში ფასიანი გზების არსებობის მიზანშეწონილობას მსოფლიო ბანკი და EBRD სწავლობს", - ამის შესახებ "საქმის კურსს" გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა. მთავრობის წარმომადგენლების ადრე გაკეთებული განცხადებით, ფასიანი შესაძლოა რიკოთის ალტერნატიული გზა გამხდარიყო, თუმცა როგორც გიორგი სეთურიძე აცხადებს, ფასიანი გზების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა საქართველოში ფასიანი გზების არსებობის მიზანშეწონილობას მსოფლიო ბანკი და EBRD სწავლობს.

"ფასიანი გზების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის ინიციატივით მიმდინარეობს ორი დამოუკიდებელი კვლევა საქართველოში გზებით სარგებლობის გადასახადის მიზანშეწონილობის ან ფორმის დადგენის თაობაზე. როგორც ეს კვლევა დამთავრდება, სავარაუდოდ ზაფხულში, ფართო საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვა ორივე კვლევა", - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები